Accessibility links

ბრიტანეთში გარდაიცვალა "ნოვიჩოკით" მოწამლული ქალი


ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, გარდაიცვალა ქალი, რომელიც მძიმედ ავად გახდა იმავე ნივთიერებით, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. პოლიცია იუწყება, რომ 44 წლის დონ სტურჯესი, სამი შვილის დედა, 8 ივლისს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც შეხება ჰქონდა ნერვულ გაზ "ნოვიჩოკთან". 30 ივნისს სტურჯესი და მისი ბოიფრენდი, 45 წლის ჩარლი როული უგონო, კრიტიკულ მდგომარეობაში იპოვეს ამესბერიში მდებარე სახლში, რომელიც 20 კილომეტრზე ნაკლებითაა მოშორებული ქალაქ სალისბერიდან - სადაც მარტში სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს რა პირობებში მოხდა სტურჯესის და როულის შეხება ამ ტოქსინთან. როულის მდგომარეობა მძიმეა. სკრიპალებთან დაკავშირებულმა ინციდენტმა მოსკოვსა და დასავლეთს შორის დიპლომატიურ კრიზისს მისცა ბიძგი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩატარებული, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ მამა-შვილის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG