Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება


გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა ანკარაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს თურქეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩეული რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციის ცერემონიაში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ინაუგურაციას დაესწრება სხვადასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტი, 10 პრემიერ-მინისტრი და 5 პარლამენტის თავმჯდომარე. ცერემონიის დასრულების შემდეგ, რეჯეპ ტაიპ ერდოანი სახელმწიფო დელეგაციებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

თურქეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 24 ივნისს ჩატარდა. ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხმების 52%-ით გაიმარჯვა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG