Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხადას ხეობაში სავარაუდოდ ნაპოვნია დაკარგული ბავშვის ცხედარი


ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის ვაჟი
ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის ვაჟი

ჯერჯერობით ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, მაშველებმა აღმოაჩინეს ხადას ხეობაში დაკარგული 4 წლის ბავშვის ცხედარი. მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები და მათი 4 წლის ვაჟი დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში 6 ივლისს გაუჩინარდნენ. 7 ივლისს საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ ჩანჩქერთან აღმოჩენილია ცოლ-ქმრის ცხედრები, რომლებსაც პირველადი დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. ამასთან, ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, სმიტები მოკლეს და პოლიციას სავარაუდო მკვლელი, ადგილობრივი მწყემსი დაკავებული ჰყავს.

“ჩემი ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ანახა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვი ჰყავდა გადამალული. ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო სავარაუდოდ. ამ დროისთვის ჩემი ინფორმაციით, მცირეწლოვანს თოფი აქვს ნასროლი. კონფლიქტი მშობელსა და მწყემსს შორის ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მოხდა და სავარაუდოდ, თოფი ესროლა. ეს არის ვერსია. მწყემსი დაკავებულია“ - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს დუშეთის მერმა, ნუგზარ სეხნიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG