Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა 31 წლის კაპრალის გარდაცვალება


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაიცვალა 1987 წელს დაბადებული კაპრალი მირზა ჩაჩუა. სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის მძღოლი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის ერთ-ერთი ეტაპის დასრულების შემდეგ შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც გულის უკმარისობით გადაიყვანეს ახალციხის კლინიკა „უნიმედის“ რეანიმაციის განყოფილებაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებითვე, მირზა ჩაჩუას ჩაუტარდა გულის პირდაპირი მასაჟის ღონისძიებები, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ მირზა ჩაჩუას გარდაცვალების გამო და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

მომხდარი ფაქტის გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ახალციხის რაიონულმა სამმართველომ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG