Accessibility links

ჭუბერში სტიქიის შედეგების დასაძლევად ნენსკრის ნაპირებს დროებითი ხიდით დააკავშირებენ


ჭუბერში მიმდინარეობს დროებითი ხიდის მოწყობა. 2018 წლის 9 ივლისი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში დაიწყო სამუშაოები დროებითი ხიდის მოსაწყობად. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრის ინფორმაციით, დროებითი ხიდი ერთმანეთთან დააკავშირებს მდინარე ნენსკრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, შესაძლებელი გახდება მძიმე ტექნიკის გადაყვანა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების სრულფასოვნად ჩატარება. დროებითი ხიდის აწყობის სამუშაოებს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს. 5 ივლისს, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა ჭუბერის თემში შემავალი სოფლები. სტიქიამ დაანგრია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, 6 ხიდი და გზები. სტიქიის მასშტაბის გამო საჭირო გახდა სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის შეიარაღებული ძალების გამოყენება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG