Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს „მემორიალის“ წევრები


ოლეგ ორლოვი
ოლეგ ორლოვი

მოსკოვის მანეჟის მოედანზე პოლიციამ დააკავა უფლებათდამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი და „სამოქალაქო დახმარების“ კომიტეტის თავმჯდომარე სვეტლანა განუშკინა, რომლებმაც ერთკაციანი პიკეტები მოაწყვეს ჩეჩნეთში დაპატიმრებული უფლებათდამცველის, ოიუბ ტიტიევის მხარდასაჭერად. ორლოვსა და განუშკინას ხელთ ეპყრათ პლაკატები წარწერით „თავისუფლება ოიუბ ტიტიევს!“ დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ ქვეგანყოფილებაში, სადაც გაუფორმებენ ოქმს საზოგადოებრივი ღონისძიების ჩატარების შესახებ დადგენილი წესის დარღევის შესახებ. „მემორიალის“ გროზნოს ოფისის ხელმძღვანელ, ოიუბ ტიტიევს ჩეჩნეთში ასამართლებენ ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. უფლებათდამცველები საქმეს შეთითხნილს უწოდებენ და მოითხოვენ ტიტიევის გათავისუფლებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG