Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში გაემგზავრა


გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი
გიორგი მარგველაშვილი და იენს სტოლტენბერგი

საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც 11-12 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად შედგება სახელმწიფოს მეთაურთა უმაღლესი დონის შეხვედრა, რომელზეც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა ანკარიდან, სადაც 9 ივლისს დაესწრო თურქეთის პრეზიდენტად ხელახალი ვადით არჩეული რეჯეპ ტაიპ ერდოანის ინაუგურაციას.

ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული პროგრამით, 12 ივლისს, ბრიუსელის დროით 8:00 საათზე ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი განცხადებას გააკეთებს საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად, ხოლო 8:20 საათზე უკრაინის პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან ერთად. ამის შემდეგ, დაიწყება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერების და საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების მონაწილეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG