Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა


ბორის ჯონსონი(მარცხნივ) და ჯერემი ჰანტი
ბორის ჯონსონი(მარცხნივ) და ჯერემი ჰანტი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა ჯერემი ჰანტი. 51 წლის ჰანტს, რომელიც მანამდე ჯანდაცვის მინისტრი იყო, დიპლომატიურ სამსახურში არასდროს უმუშავია და არასდროს ყოფილა დაკავებული საგარეო პოლიტიკით. საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერემი ჰანტის დანიშვნის გადაწყვეტილება 9 ივლისს, საღამოს გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დატოვა ბორის ჯონსონმა. მან გადადგომის მიზეზად დაასახელა პრემიერ-მინისტრ მეისთან უთანხმოება, რომელიც უკავშირდება ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ე.წ. რბილ გეგმას. ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს წევრობის აქტიური მოწინააღმდეგის, ბორის ჯონსონისგან განსხვავებით, ჯერემი ჰანტი მხარს არ უჭერდა ევროპის კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG