Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთის შეხვედრის ერთ-ერთი თემა თამარ მეარაყიშვილის უკანონო დევნაა


შეხვედრა ერგნეთში. 2018 წლის 15 მაისი
შეხვედრა ერგნეთში. 2018 წლის 15 მაისი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში დაიწყო ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. თბილისის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დღის წესრიგშია 10 საკითხი. ანთაძის განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არჩილ ტატუნაშვილის წამების და სასტიკი მკვლელობის ფაქტს და დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ დღემდე პასუხგაუცემელ შეკითხვებს. „ასევე, დავაყენებთ ახალგორის რაიონში დე ფაქტო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის უკანონო დევნის საკითხს“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ. მისი ინფორმაციით, ქართული მხარე ისაუბრებს უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზეც, საქართველოს მოქალაქეთა დაკავების ბოლო ხანს გახშირებულ ფაქტებზე და თავისუფლად გადაადგილების პრობლემებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG