Accessibility links

ტაილანდში ბოლო ეტაპზეა მღვიმეში ჩარჩენილთა ევაკუაციის ოპერაცია


ტაილანდში დაიწყო მღვიმეში ჩარჩენილი მოზარდი ფეხბურთელების და მათი მწვრთნელის ევაკუაციის მესამე, გადამწყვეტი ეტაპი. ამჟამად მღვიმეში დარჩენილია 5 ადამიანი. სამაშველო შტაბის ინფორმაციით, ევაკუაციის ოპერაციაში მონაწილეობს 19 მყვინთავი. შტაბის ცნობითვე, პერიოდული ძლიერი წვიმის მიუხედავად, მღვიმეში წყლის დონე სამაშველო ოპერაციას სერიოზულ პრობლემებს არ უქმნის და სავარაუდოდ, დღესვე დასრულდება. ბოლო ორი დღის განმავლობაში მღვიმიდან ამოიყვანეს 8 ბავშვი

11-დან 16 წლამდე ასაკის 12-მა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ჩიანგრაის პროვინციაში მდებარე ხაო ლუანგის გამოქვაბულს თავი 23 ივნისს, უამინდობის გამო შეაფარეს. ძლიერი წვიმის შედეგად გამოსასვლელი წყლით აივსო და მოზარდები და მათი მწვრთნელი გარე სამყაროს მოწყვეტილნი აღმოჩნდნენ.

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა 10 ივლისს ტვიტერზე დაწერა, რომ ტაილანდში ჩაიტანა რაკეტის ნაწილებისგან გაკეთებული პატარა წყალქვეშა ნავი, რომელიც შესაძლოა, სამაშველო ოპერაციისას გამოიყენონ.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG