Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ხადის ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამო ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ვერსია აქვს


ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ხადის ხეობაში სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინება კანონით დადგენილი 48 საათის განმავლობაში. „ამ ეტაპზე ვერსია, რომელიც გამოძიების მიერაა დადგენილი არის ის, რომ გუშინ დაკავებულ პირს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა არსებობდნენ დანაშაულის თანამონაწილე პირები, მეზვრიშვილმა უპასუხა, რომ საქმე კომპლექსურია, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და თუ განსხვავებული შედეგი გამოიკვეთება, საზოგადოება ამის შესახებ ინფორმირებული იქნება.

საქართველოს შსს-მ 9 ივლისს განაცხადა, რომ დაკავებულია 1998 წელს დაბადებული მ.კ, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა. შსს-ს ვერსიით, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ-მ სმითების ოჯახის ორი წევრი - მამა და 4 წლის შვილი სანადირო თოფიდან მოკლა, დედა კი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ხადის ხეობაში, გასულ კვირაში გაუჩინარებული სმითების ოჯახის წევრთა ცხედრები 6, 7 და 8 ივლისს აღმოაჩინეს.

ამერიკელმა რაიან და ლორა სმითებმა, რომლებიც საქართველოში 6 წელზე მეტხანს ცხოვრობდნენ, საქართველოში ორმაგი მოქალაქის სტატუსი 2012 წელს მიიღეს. ისინი ცხოვრობდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც ხელით ნაქსოვი ხალიჩების ბიზნესი ჰქონდათ და სოციალურ მეწარმეობას ეწეოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG