Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯალალაბადში თვითმკვლელმა ათი ადამიანი იმსხვერპლა


თვითმკვლელმა თავი აიფეთქა და ათი ადამიანი მოკლა ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის ოფისის თანახმად, ათი ივლისის თავდასხმისას რვა სამოქალაქო პირი და ორი პოლიციელი დაიხოცა. შემთხევა მოხდა უშიშროების ძალების საგუშაგოსთან, დაზიანდა მაღაზიები და ავტომანქანები. ცნობით, დახოცილთა დიდი ნაწილი არიან ბავშვები, რომლებიც მუშაობდნენ მანქანის სამრეცხაოში, აფეთქების ადგილთან. თვითმკლელი თავდამსხმელი ფეხით იყო და მის სამიზნეს უშიშროების სამსახურის საგუშაგო წარმოადგენდა, განაცხადა გუბერნატორის წარმომადგენელმა, ათაჰულა ხოგიანიმ. მისივე თქმით, აფეთქებამ მახლობელ ბენზინის წერტში ხანძარი გამოიწვია. პასუხიმგებლობა მომხდარისთვის არავის უკისრია. ამ რეგიონში თალიბანმა და მასთან დაკავშირებულმა ექსტრემისტულმა „ისლამურმა სახელმწიფომ“ არაერთი ტერორისტული თავდასხმა მოაწყვეს. 10 ივლისის თავდასხმა მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ იმედი გამოთქვა ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე. პომპეომ 9 ივლისს გამართა ერთობლივი პრესკონფერენცია მასპინძელთან, ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად ქაბულში მოულოდნელი ვიზიტის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG