Accessibility links

ტრამპის თქმით, პუტინთან შეიძლება უფრო იოლი იყოს შეხვედრა, ვიდრე ნატოს ლიდერებთან


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა „შეიძლება ყველაზე იოლი ნაწილი იყოს“ ევროპაში მოგზაურობიდან, ნატოში მოლაპარაკებებთან შედარებით. სამშაბათ დილით ტრამპმა დატოვა ვაშინგტონი და გაემგზავრა ბრიუსელში, სადაც ნატოს წევრი 29 ქვეყნის ლიდერები იმედოვნებენ მორიგ სამიტზე ერთიანობა გამოავლინონ, მიუხედავად მთელ რიგ საკითხებში უთანხმოებებისა.

ევროპელ პოლიტიკოსებთან მომავალ შეხვედრებზე, მათ შორის, აშშ-რუსეთის 16 ივლისის სამიტზე ჰელსინკიში, ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „გულწრფელად რომ გითხრათ, პუტინი შეიძლება ყველაზე იოლი თანამოსაუბრე იყოს“. „ნატო არ გვექცევა სამართლიანად და რამეს მოვიმოქმედებთ. ჩვენ ძალიან ბევრს ვიხდით, ისინი კი ძალიან ცოტას იხდიან“, დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროპაში ტრამპის მოგზაურობის წინ გაძლიერდა შიში, რომ ევროატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის უთანხმოება შეიძლება ნატოს მომავალზე აისახოს. ტრამპის ბოლოდროინდელ გამონათქვამებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ტრამპს მოუწოდა, „დააფასოს თავის ევროპელი მოკავშირეები“.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG