Accessibility links

აშშ-ის სენატმა მიიღო ნატოს მხარდამჭერი რეზოლუცია


აშშ-ის სენატმა 97 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ნატოს მხარდამჭერი რეზოლუცია. რეზოლუციის ინიციატორის, დემოკრატი სენატორის, ჯეკ რიდის განცხადებით, არავის უნდა შეეპაროს რაიმე ეჭვი იმაში, რომ აშშ მტკიცედ ასრულებს ნატოელი მოკავშირეების დაცვის ვალდებულებას. სენატორმა რიდმა ურყევი უწოდა ნატოსადმი აშშ-ის ერთგულებას. სენატის რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი, დაასრულოს მუშაობა ფართომასშტაბიან სტრატეგიაზე, რომლის მიზანია დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის შესარყევად რუსეთის მტრული ძალისხმევის განეიტრალება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG