Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ხანძარია


ხანძარი გაჩნდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთულ რელეიფზე ცეცხლის კერებს ებრძვის 120 მეხანძრე-მაშველი, მობილიზებულია ტექნიკა და ადგილზე იმყოფებიან ლოგისტიკისა და კავშირგაბმულობის ჯგუფები და სატყეო სამსახურის თანამშრომლები. დილის მონაცემებით, დამწვარია ორნახევარი ჰექტარი ტყე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ვერტმფრენის გამოყენება. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG