Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობის" მოქმედი და ყოფილი წევრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ


"ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" მიერ ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმება

პარტიები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნების წინ სამ საკითხზე შეთანხმდნენ. ყოფილმა თანაპარტიელებმა შეთანხმებას ხელი 10 ივლისს საღამოს, ბრიუსელში მოაწერეს „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტთან, ჯოზეფ დოულთან ერთად. შეთანხმების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო" მხარს დაუჭერენ მეორე ტურში გასულ, ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატებს, საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ერთმანეთზე შეტევისა და კრიტიკისგან და არჩევნების პირველ და მეორე ტურებში მაქსიმალურად მოახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას, რადგან არჩევნებია ხელისუფლების შეცვლის გზა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG