Accessibility links

სომხეთის ექს-პრეზიდენტის ძმისშვილს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ


აიკ სარგსიანი

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სასამართლოს მიმართა ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ძმისშვილის, აიკ სარგსიანის დაპატიმრების შუამდგომლობით. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, აიკ სარგსიანი ბრალდებულია მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში. სომხეთის საგამოძიებო უწყების განცხადებით, საქმე ეხება 2017 წლის აპრილში, ერევანში მოქალაქე დავით სიმონიანის დაჭრას, რომლის გამოც პოლიციაში თავისი ნებით მივიდა მოქალაქე არტურ გევორქიანი და განაცხადა, რომ თავის სახლთან ნაპოვნი პისტოლეტიდან შემთხვევით დაჭრა მეგობარი დავით სიმონიანი. სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ამ საქმის გამოძიება მხარეთა მორიგების საბაბით შეწყდა. თუმცა, 2018 წლის ივნისში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე, გენერალური პროკურორის განკარგულებით განახლდა გამოძიება და დადგინდა, რომ სიმონიანს ესროლა არა გევორქიანმა, არამედ აიკ სარგსიანმა და მისი ქმედება წინასწარ განზრახული იყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG