Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენს გამოიყენებენ


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოს ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება. ხანძარი 10 ივლისს, ღამით გაჩნდა წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის შედეგად. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მეხანძრე-მაშველებმა ურთულეს რელიეფზე შეძლეს ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება. ამავე სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ჯგუფების მობილიზება თბილისიდან და იმერეთის რეგიონიდან. ცეცხლის კერებს აქრობენ 120 მეხანძრე-მაშველი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG