Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სმითების მკვლელობაში ბრალდებული აცხადებს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია


სმითების ოჯახის წევრთა მკვლელობაში ბრლდებულმა მალხაზ კობაურმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სმითები მოკლა "უცხო ორმა მამაკაცმა," რომლებიც ოჯახის ამოხოცვით დაემუქრნენ. ბრალდების მხარის მტკიცებით, კობაური სასამართლოს შეცდომაში შეყვანას ცდილობს. პროკურორების განცხადებით, ბრალდებული ჯერ პოლიციისთვის კვალის არევას ცდილობდა, შემდეგ თავად უჩვენა სად იყო დამალული მოკლული ბავშვის ცხედარი და დანაშაულის იარაღი, დღეს კი პოზიცია შეცვალა და ბრალს არ აღიარებს. პროკურორების ცნობითვე, კობაურს სმითების ოჯახთან შეხვედრამდე ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული. გამოძიების ინფორმაციით, ხადის ხეობაში მომხდარი შელაპარაკების მიზეზი იყო იარაღის მოხმარების წესის დარღვევა, კერძოდ, რაიან სმითმა ახალგაზრდას შენიშვნა მისცა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ზომად პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG