Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ბატიაშვილი: რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადაში დაიწყება


განათლების, მეცნიერების, კულუტისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, რეფორმები განათლების ხუთივე საფეხურზე უმოკლეს ვადაში დაიწყება. ამის შესახებ მან მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა ის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მისი სიტყვებით, რეფორმები განათლების სფეროში დაფუძნებული იქნება ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე: „ტექნოლოგიების და ინოვაციების გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენი ახალგაზრდების წარმატება და ისეთ დიდ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობა, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას საერთაშორისო ეკონომიკაში. ამიტომ ჩვენ გვაქვს გეგმა, ჩვენ ვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ, შესაბამისად, ყველა ამ სფეროში დავიწყებთ უმოკლეს პერიოდში უსწრაფესი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG