Accessibility links

გიორგი ქობულია: მე გამოვიყენებ ჩემს 18 წლიან გამოცდილებას


ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი გიორგი ქობულია დარწმუნებულია, რომ 18 წლიანი საერთაშორისო გამოცდილება მას საქართველოში, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მუშაობისას გამოადგება. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ის ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად დაასახელა: „ბოლო 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, რომელის მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს უწევს მომსახურებას. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. მე ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც მე 18 წლის განმავლობაში შევიძინე, შეიძლება გამოადგეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, ეკონომიკაში დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, მისივე თქმით, აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება. როგორც ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, დიდი ყურადღება დაეთმობა ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG