Accessibility links

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატოს წევრი


ბიურსელში, ნატოს ორდღიანი სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი განცხადებები 12 ივლისს, თბილისის დროით, დილის 10 საათზე გააკეთეს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი: „საქართველოსთან ურთიერთობა ნატოსთვის უნიკალურია, რადგან საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო მეგობარი ალიანსისთვის. ჩვენი პარტნიორობა აძლიერებს როგორც საქართველოს, ისე ნატოს. მადლობას გიხდით კონტრიბუციისთვის ავღანეთში, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის. მადლობას გიხდით იმ მსხვერპლისთვის და წვლილისთვის, რასაც საქართველო ეწევა უსაფრთხოებისთვის. საქართველო გახდება ალიანსის წევრი. ალიანსის წევრებმა ეს გუშინ კიდევ ერთხელ დაადასტურეს და ჩვენ თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას. ჩვენთვის ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პროგრესი რეფორმების მიმართულებით და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG