Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას ვერტმფრენში მყოფები დაშავდნენ


კახეთში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიული დაშვების შედეგად ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ინფორმაციას შსს ავრცელებს. “მიმდინარე წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა - ბორტის ნომერი GBP– 10020, კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ ,,ანდარაზართან“ ავარიული დაშვება განახორციელა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი იმყოფებოდნენ, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო, შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG