Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის შს მინისტრს ოპოზიციური პარტიები გადადგომისკენ მოუწოდებენ


გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს ოპოზიციურმა პარტიებმა გადადგომისკენ მოუწოდეს, მას შემდეგ, რაც ავღანელმა თავშესაფრის მაძიებელმა, თავი მოიკლა. ჰორსტ ზეჰოფერი გერმანიაში ცნობილია მტკიცე ანტიმიგრანტული რიტორიკით. ავღანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, 23 წლის მიგრანტმა თავი მოიკლა 10 ივლისს, ქაბულში. მან თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც გერმანიამ თავშესაფრის 69 მაძიებელი 4 ივლისს უკან, ავღანეთში გააბრუნა. 23 წლის მიგრანტი გერმანიაში რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ზეჰოფერი თავშესაფრის მაძიებელთა დეპორტაციას მიესალმა და 10 ივლისს ღიმილით აღნიშნა, რომ 69 ავღანელმა გერმანია დატოვა მის 69-ე დაბადების დღეზე. გადადგომის მოთხოვნაზე საპასუხოდ კი ამბობს: „ვერაფერს ვიტყვი ამის შესახებ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG