Accessibility links

MAP იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი


ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაციის თანახმად, რომელიც ბრიუსელში, 12 ივლისს მიიღეს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის შემადგენელი ნაწილი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) იქნება. ნატო-ს წევრები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატოს წევრიგახდება: “საქართველო ადასტურებს თავის განზრახვას მოიპოვოს ნატოს წევრობა. ეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელსაც მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოება და ახლა კი ახალ კონსტიტუციაში არის ჩაწერილი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესისშემადგენელი ნაწილი MAP იქნება. ნატო-ს წევრები მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის შემდეგ მიაღწია. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან ყველა პრაქტიკულინსტრუმენტს შეიცავს, რათა გაწევრიანებისთვის მომზადება მოხდეს, კერძოდ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ნატოს წევრები აღიარებენ მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების კუთხით, რაც უნდა გაგრძელდეს და რაც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას, ეხმარება წევრობისკენ მომზადების პროგრესში”, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG