Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი რევაზ დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის


საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მედლები მოიპოვა ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე. 20 წლის რევაზ დავითაძე 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორ ოქროს და ერთ ვერცხლს დაეუფლა. დავითაძემ პირველ მოძრაობაში - ატაცში საუკეთესო შედეგი აჩვენა, აკვრაში მეორე იყო, ორჭიდის ჯამში კი 356 კილოგრამი მოაგროვა და 6 კილოგრამით გაუსწრო ვერცხლის პრიზიორს - ეგვიპტელ აჰმედ საიედ აშურ ალის.
85 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს კონკურენციაში კიდევ ერთი ქართველი ძალოსანი ჩაება - 19 წლის ნოდარ კაკაბაძემ მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ტაშენტში სულ სამი სპორტსმენით ჩავიდა. 13 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაერთვება ირაკლი ჩხეიძე (105 კგ).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG