Accessibility links

აზერბაიჯანის პოლიციამ დააპატიმრა პოლიციელთა მკვლელობაში ეჭვმიტანილი


აზერბაიჯანის პოლიციამ დააპატიმრა ერთ-ერთი იმ ორი პირიდან, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან საპროტესტო აქციაზე ორი პოლიციელის დანით მკვლელობაში. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 11 ივლისს გვიან საღამოს განაცხადა, რომ მეორე ეჭვმიტანილი იძებნება. ოფიციალური ცნობით, ეს პირები ეჭვმიტანილი არიან მაღალი რანგის ორი პოლიციელის მკვლელობაში იმ დროს, როცა პოლიციელები 10 ივლისს დაუპირისპირდნენ ქალაქ განჯის ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ 200-მდე დემონსტრანტს. პოლიციამ დააკავა აქციის 40 მონაწილე და დაშალა დემონსტრაცია, რომელმაც იფეთქა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის უცხოეთში ვიზიტის დროს. ალიევის თანაშემწე, ალი ჰასანოვი აცხადებს, რომ არსებობს ქვეყნის "დესტაბილიზაციის" მცდელობა და დამნაშავეები დაისჯებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG