Accessibility links

ზახაროვა: ნატოში საქართველოს მიღებას შედეგები მოჰყვება


მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, შეუძლებელია ნატოში ახალი წევრების მიღება არ აისახოს ევროპის კონტინეტის უსაფრთხოების სიტუაციაზე და რა თქმა უნდა, ექნება თავისი შედეგები. „ეს შეეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ჩვენს პრინციპულ პოზიციას“ - განაცხადა ზახაროვამ. მას მოსკოვში, ბრიფინგზე თხოვეს კომენტარი ნატოს გენერალური მდივნის მიერ ბრიუსელის სამიტზე გამოთქმულ პოზიციაზე, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ნატოსთან დაახლოების გზაზე და ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება. რუსეთის არაერთი განცხადების გამო, რომ თუ საქართველო ნატოს წევრობის ზღვარზე აღმოჩნდება, ეს წითელი ხაზი იქნება, ზახაროვას ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რომ ეს წითელი ხაზი ახლოვდება. ზახაროვამ შეკითხვას ცალსახა პასუხი არ გასცა. მან გაიხსენა ამასწინანდელი ინტერვიუ სკანდინავიურ გამოცემასთან, რომელიც „წარმოადგენს ნატოს არაწევრ ქვეყანას, მაგრამ იქ აქტიურად ითრევენ.“ ზახაროვას განცხადებით, როცა ჰკითხეს, რატომ ამბობს რუსეთი, რომ ნატოში ახალი წევრების მიღებას შედეგები მოყვება, უპასუხა, რომ ერთი მხრიდან ცვლილებებს მეორე მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შედეგები და ეს ბუნებრივი პროცესია.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG