Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უნდა დაბალანსდეს მსესხებლისა და გამსესხებლის უფლებრივი მდგომარეობა"


13 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ გიორგი ჭეხანი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი და მარიკა არევაძე, ადვოკატი, "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრი. მათ ილაპარაკეს ასოციაციის ინიციატივაზე, რომელიც შეეხება ჭარბვალიანობის მასშტაბურ პრობლემას ქვეყანაში. "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" წევრ ადვოკატებს პრაქტიკამ აჩვენა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან არასწორი მიდგომის შედეგად მუდმივად ხდებოდა საკრედიტო დაწესებულებებსა და კერძო პირებს შორის უფლებათა ბალანსის დარღვევა. გიორგი ჭეხანი და მარიკა არევაძე ჩამოთვლიან და განმარტავენ სამართლებრივ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობდა ამ დისბალანსის აღმოფხვრას და მსესხებელსა და გამსესხებელს შორის სამართლიანად გაანაწილებდა პასუხისმგებლობებს.

XS
SM
MD
LG