Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება მიმდინარეობს


დეპუტატები მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში ახალი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება. დეპუტატებს 50-წუთიანი სიტყვით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - ძირითადი აქცენტები მიმოიხილა. პროცესი ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, ასეთია:

  • პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი ქობულია;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – გიორგი გახარია;
  • ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ბატიაშვილი;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგეენკო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;
  • იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – ქეთევან ციხელაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG