Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადიდებულმა რიონმა სოფელი ღები გარესამყაროს მოწყვიტა


ადიდებულმა რიონმა ონის სოფლები დააზარალა
ადიდებულმა რიონმა ონის სოფლები დააზარალა

რაჭაში სტიქიაა - ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე რიონმა რაჭაში, ონის რაიონში სოფელ ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია დაახლოებით 50-60 ოჯახი. როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყონ.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ადიდებულია მდინარე ლუხუნიც, ამბროლაურის რაიონში, რის გამოც ჩაკეტილი იყო წესი-ურავის გზის მონაკვეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG