Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად


A
A

სულ მცირე 11 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სამხედროების საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. პროვინცია ფარას ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა. ბრძოლის დროს სამხედროებმა მოკლეს 9 თავდამსხმელი, 13-ი - დაჭრილია. დღესვე ჰელმანდის პროვინციაში პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილის პოლიციის საგუშაგოსთან აფეთქების შედეგად. თავდასხმებზე უმალ პასუხისმგებლობა არავის აუღია. მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ კოორდინირებული თავდასხმების უკან ორგანიზაცია თალიბანი უნდა იდგეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG