Accessibility links

მარგველაშვილმა მმართველი პარტია გააკრიტიკა საპრეზიდენტო კანდიდატის ვერდასახელებისათვის


B

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური კურიოზი უწოდა იმას, რომ მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს. ამასთან თავად მარგველაშვილს არ აქვს კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან. მარგველაშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ კურიოზამდე პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თავისივე ნეგატიური დამოკიდებულების გამო მივიდა. „კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. როცა კანდიდატს დაასახელებენ, უნდა კითხონ, თუ გააკეთებს იმას, რასაც ეტყვიან, თუ დაჯდება იქ, სადაც ეტყვიან, ვეტოს დაადებს თუ არა ამა თუ იმ კანონს, კითხავენ, გამოავლენს თუ არა ხასიათს, ან იქნება თუ არა ჭკვიანი ბიჭი ან გოგო, იმდენ რამეზე უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა კანდიდატმა თავის თავს, რომ უჭირთ კანდიდატის დასახელება“, - განაცხადა მარგველაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG