Accessibility links

133-მდე გაიზარდა პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


133-მდე გაიზრადა პაკისტანში 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაჭრილია 230-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის არის დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი, სირაჯ რაისანი. სისხლიანი თავდასხმა ბელუჯისტანის დედაქალაქ კვეტაში მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“. ქვეყანაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ტერაქტის ფონია პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კორუფციაში მსჯავრდებული, ნავაზ შარიფის დაბრუნება და 25 ივლისისათვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნებისათვის დაწყებული მზადება.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG