Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს „წინასაარჩევნო სტრესი“ აქვს


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და „წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ ყოფნით“ ახსნა მარგველაშვილის მიერ მმართველი პარტიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.„სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია, იყაროს თუ არა კენჭი მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში“, –განაცხადა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 14 ივლისს„პოლიტიკური კურიოზი“ უწოდა იმას, რომ მმართველი პარტია ვერ ასახელებს საპრეზიდენტო კანდიდატს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG