Accessibility links

ბრიტანეთის პოლიცია ირწმუნება, რომ მიაგნო „ნოვიჩოკის“ წყაროს


ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიციის თანახმად, მათ მიაგნეს ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალს, რომლითაც ქალაქ ემსბერიში ორი ადამიანი მოიწამლა. ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლში, პოლიციამ 13 ივლისის საღამოს მიაგნო პატარა ბოთლს, რომელშიც აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დროს შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მომქედების მომწამვლელი ნივთიერება. ბოთლში სიცოცხლისათვის სახიფათო ქიმიური ნივთიერების არსებობა, გავრცელებული ცნობით, დაადასტურეს მეცნიერებმაც. პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა ბოთლში აღმოჩენილი „ნოვიჩოკი“ იგივე ნივთიერება, რომლითაც მარტში მოიწამლნენ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი 30 ივნისს, თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ნოვიჩოკით“ მოწამლული 44 წლის დონ სტერჯესი გარდაიცვალა. ჩარლი როული კი გადარჩა.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG