Accessibility links

საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება ცხრა ოპოზიციურ პარტიას


ცხრა ოპოზიციური პარტია მომავალი კვირაში, სამშაბათს დაასახელებს კონსულტაციების შედეგად შეთანხმებულ საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის. ამის თაობაზე პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში პოლიტიკური პარტიების კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ერთიანი კანდიდატი იბრძოლებს „არა საპრიზო ადგილისთვის“, არამედ ხელისუფლების შესაცვლელად.

პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე კონსულტაციას ესწრებოდნენ „ახალი საქართველოს“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ახალი მემარჯვენეების“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „სამოქალაქო ალიანსის“ და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა განცხადებით, კონსულტაციებში ჩართვა ყველა იმ ოპოზიციურ სუბიექტს შეუძლია, ვინც არ არის აფილირებული „ქართულ ოცნებასთან“ და არ ატარებს ანტიდასავლურ, პრორუსულ პოლიტიკას.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG