Accessibility links

თურქეთი აღნიშნავს არშემდგარი გადატრიალების მეორე წლისთავს


გადატრიალებაში მონაწილე თურქი სამხედროები

თურქეთში აღინიშნება მეორე წლისთავი ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო გადატრიალების მცდელობისა, რასაც 250 კაცის სიცოცხლე შეეწირა. ხსოვნის ღონისძიებები დაიწყო ანკარაში ყურანის, მუსლიმთა წმინდა წიგნის, კითხვის ცერემონიით, რომელშიც მონაწილეობდნენ პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და თურქეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები. მოელიან, რომ დღის ბოლოს ერდოანი გააკეთებს სპეციალურ მიმართვას. 2016 წლის 15 ივლისს, თურქი სამხედროების ერთმა ნაწილმა ტანკების, სამხედრო ავიაციისა და შვეულმფრენების გამოყენებით წამოიწყო სამხედრო გადატრიალება და შეეცადა, ჩამოეგდო რეჯეპ ტაიპ ერდოანი. გადატრიალებას თან ახლდა შეტაკებები ისტამბულსა და ანკარაში, რასაც 250 კაცი შეეწირა. თურქეთის ხხლეისუფლება სამხედრო გადატრიალებაში ადანაშუალებს აშშ-ი მცხოვრებ სასულიერო პირ ფეტულა გიულენს, რომელიც უარყოფს ბრალდებებს. სამხედრო გადატრაილების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ დააპატირმა და თანამდებობიდან დაითხოვა ათეულ ათასობით სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელი, მათ შორის ჟურნალისტები და პედაგოგები, რის გამოც თურქეთს მწვავედ აკრიტიკებენ საერთაშორისო უფლებათდამცველები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG