Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მთავარი პროკურორობის კანდიდატს


შალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარშე სხდომაზე განიხილავს მთავრობის წარდგინებას, მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა თადუმაძის არჩევის შესახებ. 12 საათზე დანიშნულ სხდომამდე, თადუმაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოუსმენენ. საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შერჩეული შალვა თადუმაძე მთავრობამ პარლამენტს გასულ კვირაში წარუდგინა. საქართველოს პარლამენტი მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

შალვა თადუმაძეს 1994-1999 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული აქვს სამთო ინჟინრის, ხოლო თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში იურისტის განათლება. 2012 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო შემდეგ იყო მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. შალვა თადუმაძე 40 წლისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG