Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა თადუმაძე: სამართლიანობის აღდგენაზე არაადეკვატური მოლოდინია


შალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე

პროკურატურას აქვს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი და არსებობს სამართლიანობის აღდგენის არაადეკვატურად მაღალი მოლოდინი - განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ 16 ივლისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამოსვლისას. მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში ვითარება რთულია, საქმეების განხილვა ნელი ტემპით მიმდინარეობს და შექმნილი სტრუქტურა წელიწადში 50 საქმის განხილვას ახერხებს, მაშინ, როცა „საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურაში შეტანილია 52 530 საჩივარი სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით“ და ამ ტემპით, სამართლიანობის აღდგენას 1030 წელიწადი დასჭირდება.

შალვა თადუმაძის თქმით, საჩივრები განხილვა რიგ შემთხვევებში სისტემურ მიდგომის შესაძლებლობას იძლევა და ასეა, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობენ. თუმცა ქონებრივი დავის შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად, „ჩამორთმეული ქონება არაერთგზის არის გადაყიდული კეთილსინდისიერ შემსყიდველზე“, საქმეში სამოქალაქო სამართლის ჩართვაა საჭირო და როცა რაღაც არ გამოდის, საზოგადოებას სახელმწიფომ სიმართლე უნდა უთხრას.

„საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ არის რაღაც მოთხოვნები და სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებლობა და თუ ვერ ვაბრუნებთ ამ ქონებას, ან თუ ვერ უზრუნველვყოფთ მათ ფინანსურ ანაზღაურებას, უნდა ვთქვათ, რომ, დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფოს არც კანონიერი და არც ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია, რომ მოქალაქეთა მოთხოვნის ეს ნაწილი დააკმაყოფილოს“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG