Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიების დასრულებამდე ტყიბულის ყველა შახტი დაიხურება


ტყიბული
ტყიბული

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო დაკითხვაზე იმყოფება ადმინისტრაციის ყველა პასუხისმგებელი პირი - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბესიკ ამირანაშვილმა. მისი ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე დაილუქება ტყიბულში მდებარე 25-ივე შახტი.

დღეს გამთენიისას მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 4 სამთო ოსტატი და 6 დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედია მეთანის აფეთქებამ გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG