Accessibility links

ტრამპი აშშ-ის „უგუნურობას და სისულელეს“ ასახელებს რუსეთთან ცუდი ურთიერთობის მიზეზებად


2018 წლის 15 ივლისი: აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი ჰელსინკის აეროპორტში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ჰელსინკიში შეხვედრამდე გამოთქვა შეფასება, რომ რუსეთთან ამერიკის ცუდი ურთიერთობის მიზეზებს შორისაა აშშ-ში მიმდინარე გამოძიება 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის დასადგენად. როგორც ტრამპმა 16 ივლისს ტვიტერში დაწერა, „რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი აშშ-ის მრავალწლიანი უგუნურობისა და სისულელის და ახლა კუდიანებზე ნადირობის მანიპულაციის გამო!“ როგორც ჩანს, „კუდიანებზე ნადირობით“ ის გულისხმობს გამოძიებას, რომელსაც აწარმოებს აშშ-ის სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში, სავარაუდოდ, ტრამპის სასარგებლოდ რუსეთის ჩარევის დასადგენად. ტრამპი დღესვე ჰელსინკიში შეხვდება პუტინს, რაც იქნება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა 2010 წლის შემდეგ. ერთდღიანი სამიტი გაიმართება ჰელსინკიში, პრეზიდენტის სასახლეში და ასევე დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG