Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლმა გასცა რეკომენდაცია, არ იქნეს გამოყენებული ცნება „საპენსიო რეფორმა“


რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრემლის მიმართ ლოიალურ ჟურნალისტებს, ექსპერტებსა და ბლოგერებს დაავალა, ნუ გამოიყენებენ ცნება „საპენსიო რეფორმას“ პუბლიკაციებში, რომლებიც საპენსიო ასაკის გაზრდას ეხება. ამის შესახებ იუწყება ტელეარხი „დოჟდი“ კრემლსა და სახელმწიფო სათათბიროში თავის წყაროებზე დაყრდნობით. კრემლი შიშობს, რომ ცნება „რეფორმა“ შესაძლოა მოსახლეობაში იწვევდეს 1990-ანი წლების ასოციაციას და, შესაბამისად, უარყოფით რეაქციას. „დოჟდის“თანახმად, რეკომენდაცია გაიცა ჯერ კიდევ ივნისში, როცა მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროში შეიტანა კანონპროექტი საპენსიო ასაკის აწევის შესახებ. „დოჟდის“ წყაროს განმარტებით, კრემლში აცნობიერებენ, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს საპენსიო ასაკის გაზრდა და ცდილობენ იდეის „სწორად“ შეთავაზებას. კრემლის მედიას სთავაზობს, „რეფორმის ნაცვლად“ იხმარონ ცნება „გარდაქმნა“, ან „საპენსიო სისტემის მოწყობის ცვლილება“. რუსეთის სახელმწიფო ამ კვირაში პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ. კანონის დამტკიცება პარლამენტის არდადეგების შემდეგ, შემოდგომაზეა მოსალოდნელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG