Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს მოუწოდებს, ნუ დაიწყებენ სავაჭრო ომებს


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა მოუწოდა აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს ნუ დაიწყებენ სავაჭრო ომს, რომელიც დაემუქრება მსოფლიო წესრიგს და საფრთხეს შეუქმნის საყოველთაო მშვიდობას. 16 ივლისს, დილით, ტუსკმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არის დრო, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და ქაოსი და ყველა მხარეს აქვს „საერთო ვალდებულება“ ითანამშრომლოს და თავიდან აიცილოს კონფრონტაცია. ტუსკმა თავისი განცხადება მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისკენ და აღნიშნა, რომ მათი შეხვედრა იმართება ჰელსინკიში. ტუსკის თქმით, ევროპის და ჩინეთის და ასევე რუსეთის და აშშ-ის ერთობლივი მოვალეობაა, კი არ გაანადგურონ ვაჭრობის მსოფლიო წესრიგი, არამედ განავითარონ ის და არ დაიწყონ სავაჭრო ომები, რომლებიც, როგორც ისტორიიდან არის ცნობილი, ცხარე კონფლიქტში გადაიზრდება ხოლმე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG