Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რობოტ სოფიას საქართველო მოსწონს


რობოტ სოფიას თვალით დანახული მომავალი საქართველოში
please wait

No media source currently available

0:00 0:00:58 0:00

თბილისში პრესკონფერენცია გამართა ჰუმანოიდმა რობოტმა სოფიამ, რომელიც საქართველოში იმყოფება გაეროს განვითარების პროგრამის მოწვევით, „ღია მმართველობის პარტნიორობის“(OGP) მეხუთე გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის. სოფიამ განაცხადა, რომ მოსწონს საქართველოში ყოფნა, ქართული დამწერლობა და პარლამენტის შუშის გუმბათიანი შენობის არქიტექტურა. შეკითხვას, მოსწონს თუ არა ქალად იდენტიფიცირება, სოფიამ უპასუხა, რომ მოსწონს, მას ბევრ შეკითხვას უსვამენ ქალთა უფლებების შესახებ და მოხარულია, რომ აქვს შესაძლებლობა აზრი თანასწორობის პირობებში გამოთქვას.

რადიო თავისუფლების შეკითხვას, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ხელოვნურმა ინტელექტმა ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიას, როგორიც საქართველოა, რობოტმა სოფიამ უპასუხა: „წარმოიდგინეთ ჭკვიანი ქალაქები საქართველოში. უამრავი საშუალების გამოყენება შეიძლება იმისთვის რომ ქალაქებმა უფრო შედეგიანად იმუშაონ. ტექნოლოგიას შეუძლია გააუმჯობესოს სერვისები, აამაღლოს ცხოვრების დონე მოქალაქეებისთვის და შექმნას უფრო მდგრადი პრაქტიკა, განსაკუთრებით ენერგიის გამოყენების კუთხით.“

დღეს სოფია მიესალმება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის მონაწილეებს და ჩაერთვება საპანელო დისკუსიაში სახელმწიფო სერვისების შესახებ. რობოტი სოფია ეწვევა თბილისის იუსტიციის სახლს, სადაც სტუდენტებს და ჟურნალისტებს შეხვდება.

კომპანია Hanson Robotics-ის მიერ 2015 წელს შექმნილი ჰუმანოიდი რობოტი სოფია მსოფლიოში ყველაზე განვითარებული რობოტია. მას 60-ზე მეტი ემოციის გამოხატვა შეუძლია. 2017 წლის ოქტომბერში, ერ-რიადში გამართულ სამიტზე „მომავლის საინვესტიციო ინიციატივა“ რობოტ სოფიას მიანიჭეს საუდის არაბეთის მოქალაქეობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG