Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელების უმრავლესობა უკმაყოფილოა რუსეთისადმი ტრამპის პოლიტიკით


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლამ ამერიკელების უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. სააგენტო Reuters-ის და ინსტიტუტ Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 55% არ ეთანხმება დონალდ ტრამპის ქმედებებს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების სფეროში. ამ საკითხში ტრამპს მხარს უჭერს რესპონდენტების 37%.

16 ივლისს, ჰელსინკიში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა გაიზიარა პუტინის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთი არ ჩარეულა აშშ-ის პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში. ტრამპის პოზიციამ კონგრესის აღშფოთება გამოიწვია. რესპუბლიკელმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა პრეზიდენტის გამოსვლას სამარცხვინო უწოდეს და ბრალი დასდეს არა ამერიკული დაზვერვის, არამედ პუტინის პოზიციის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის გამო საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებაში. მწვავე კრიტიკის შემდეგ, 17 ივლისს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სრულად ენდობა აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოებს და ჰელსინკიში გამოსვლისას ის იგულისხმა, რომ ვერ ხედავდა მიზეზს არჩევნებში რუსეთის ჩარევის დასშვებად. ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია აგრესიულად იმოქმედებს, რათა მოიგერიოს კონგრესის წლევანდელ არჩევნებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობა.

ამერიკული დაზვერვის დასკვნით, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ გაიზიარა, რუსეთი პირადად პრეზიდენტ პუტინის მითითებით ჩაერია აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG