Accessibility links

უილიამ ბრაუდერი ფიქრობს, რომ ტრამპი პუტინს დათანხმდა მისი სამართლებრივი დევნის ხელშეწყობაზე


ბრიტანელი ინვესტორი და უფლებადამცველი უილიამ ბრაუდერი ფიქრობს, რომ ჰელსინკიში შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა დათანხმებულიყო რუს კოლეგას ბრაუდერის სამართლებრივი დევნის ხელშეწყობაზე.მოსკოვის ციხეში 2009 წელს ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალების შემდეგ, ბრაუდერმა, რომელიც მაგნიტსკისთან თანამშრომლობდა, მიაღწია დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში „მაგნიტსკის სიის“ მიღებას, რაც რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების შემოღებას გულისხმობს. 17 ივლისს ბრაუდერმა ტვიტერში და ჟურნალ „ტაიმში“ დაწერა, რომ პუტინს სურს მისი დაკავება და მზადაა, სანაცვლოდ აშშ-ის სამართალდამცველებს მისცეს წვდომა რუსეთის დაზვერვის სამსახურის 12 აგენტზე, რომელთაც ამერიკაში გასულ კვირაში წაუყენეს 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩარევის ბრალდება. ბრაუდერი აღნიშნავს, რომ უკვე 10 წელია უწევს ბრძოლა იმისათვის, რომ პუტინის რეჟიმმა არ მოკლას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG