Accessibility links

აშშ-ში ბრალდება დაუმძიმეს რუსეთის აგენტობაში ეჭვმიტანილ მარია ბუტინას


აშშ-ში ბრალდება დაუმძიმეს 29 წლის მარია ბუტინას, რომელიც ეჭვმიტანილია რუსეთის ფარულ აგენტად საქმიანობისას ამერიკელ პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან კავშირის დამყარებაში. რუსი ოფიციალური პირები გმობენ მის სამართლებრივ დევნას. „დიდ ჟიურიდ“ წოდებულმა კოლეგიამ 17 ივლისს ბუტინას წაუყენა შეთქმულებისა და რუსეთის მთავრობის აგენტობის ბრალდებები. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ბუტინას, რომელიც ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტია, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის 15 ივლისს დააკავეს დაურეგისტრირებელ აგენტად საქმიანობის ბრალდებით და 18 ივლისს წარდგება ვაშინგტონში სასამართლოს წინაშე. ბრალდების მიხედვით, ბუტინა ამერიკელ პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობას ამყარებდა რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი ხელმძღვანელის დავალებით. ეს ბანკი შესულია აშშ-ის მიერ სანქცირებული ორგანიზაციების სიაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან კავშირის გამო. ბუტინას ადვოკატი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი კლიენტი აგენტია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG