Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში გაუქმდა ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა


თურქეთში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ინფორმაცია 19 ივლისს, დილით გაავრცელა სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუმ.“ თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 2016 წლის ივლისში გამოცხადდა სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ. ბოლო ორი წლის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების ვადა შვიდჯერ გაგრძელდა. ამ პერიოდში, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს და დააპატიმრეს 230 ათასზე მეტი ადამიანი, სამსახურიდან დაითხოვეს 120 ათასამდე საჯარო მოხელე, დახურეს 150-ზე მეტი მედიასაშუალება, 1400-მდე არაკომერციული ორგანიზაცია და 15 უმაღლესი სასწავლებელი. თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს აშშ-ში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეს ფეთულა გიულენს, რომელიც ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და პრეზიდენტ ერდოანის შურისძიებად აფასებს. ივნისში, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი ვადით დაიკავა თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობა. ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა. გაზრდილი უფლებამოსილება ერდოანს აძლევს კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემის და მთავრობის წევრების და მოსამართლეების დანიშვნის შესაძლებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG