Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იცურე მშვიდად" საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის


"იცურე მშვიდად" საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:24:25 0:00

19 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ანა დოლიძე, კამპანიის "იცურე მშვიდად" ერთ-ერთი ინიციატორი. ანა დოლიძესთან ერთად კამპანია 16 ივლისს დაიწყეს: "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა" და "პროგრესის ცენტრმა" და მისი მიზანია ყურადღების მიპყრობა საქართველოში წყლის ობიექტებზე (ტბაში, ზღვაში, მდინარეში) უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ანა დოლიძე განმარტავს, რომ კამპანიას ორი ძირითადი სამიზნე ჰყავს: მუნიციპალიტეტები და საზოგადოება. ანა დოლიძე ლაპარაკობს ძალიან მძიმე სტატისტიკაზე, რაც განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში წყალში ადამიანების დახრჩობის შემთხვევებს უკავშირდება. ბოლო ორი თვის განმავლობაში 27 ადამიანია დამხრჩვალი, 2015-2017 წლებში კი საქართველოში ზღვასა და მდინარეებში 352 ადამიანი დაიხრჩო.

XS
SM
MD
LG